მუხლები, რომლებიც “ოცნებამ” რუსული კანონიდან გადმოწერა – გოცირიძე ოცნების დეპუტატებს

მუხლები, რომლებიც “ოცნებამ” რუსული კანონიდან გადმოწერა – რომან გოცირიძემ ივანიშვილის გუნდის დეპუტატებს მათ მიერ რეინიცირებული კანონპროექტიდან კონკრეტული მუხლები წარუდგინა, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი ხელისუფლებამ რუსეთში არსებული კანონიდან გადმოიღო.

“რუსეთის საგადასახადო კოდექსის 113 მუხლში წერია, რომ სამართალდარღვევის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია” – ამბობს “ევროოპტიმისტების” ლიდერი და იქვე ამატებს, რომ “ოცნება” საკუთარ ინიციატივაში კარგად გარკვეული არ არის, რადგან საქართველოში საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა 3 წელია.

ამ კანონში, როდესაც წერია, რომ ეს კანონი არ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის საქმიანობას, ამოღებული უნდა იყოს სიტყვა არ და პირდაპირ უნდა ეწეროს, რომ ეს კანონი ზღუდავს. ჯერ ერთი, იმიტომ ზღუდავს, რომ ის ახდენს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მტრულად გამოცხადებას და იქიდან მიღებული დაფინანსების ქვეყნის საზიანოდ გამოყენებას. ასევე ზღუდავს ფინანსურად. პირველ მუხლთან დაკავშირებით, მე თქვენ გიმტკიცებთ, თუ როგორ ზღუდავს. თქვენ აიღეთ და გადაწერეთ რუსეთის კანონი პირდაპირ. რუსეთის საგადასახადო კოდექსის 113 მუხლში წერია, რომ სამართალდარღვევის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ საქართველოში საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი”, – ამბობს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონი აქციაზე: ეს არის ხალხის ძალაუფლების ეროვნული დემონსტრირება, დიახ!
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება