ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე დიდი წითელი “ტრუსი” დაკიდეს+ვიდეო

ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე დიდი წითელი

ჩეხეთის რესპუბლიკის რეზიდენციის თავზე ანარქისტებმა, დროშის ადგილას, უზარმაზარი წითელი ტრუსი დაკიდეს – ამის შესახებ Hospodarske Noviny იტყობინება.

აქციის გამო დაკავებულია სამი ახალგაზრდა, რომლებიც სკანდალურად აღიარებული ჩეხი კულტურული გაერთიანება Ztohoven-ის წევრები არიან.
ამ აქციით ორგანიზატორებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, რომელსაც “არაფრის არ რცხვენია”.
მათ სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფის გამო თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

გამოძიება ადგენს, როგორ შეძლეს აქციის ორგანიზატორებმა დაცული სასახლის სახურავზე აძრომა. “პრაღის რადიოს” ცნობით, ისინი სასახლეში, როგორც სანტექნიკოსები შევიდნენ.

https://youtu.be/gdzsAxshrN4

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: რეფორმების პაკეტი, ადმინისტრაციული მოჩვენება და გადადგომის შესახებ პეტიცია
შემდეგი სტატიაივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა