თინათინ ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს მარტინ სტროპნიცკის შეხვდა.
როგორც “თავდაცვის” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალურ შეხვედრაზე ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე.
“საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ჩეხმა კოლეგამ კიდევ ერთხეულ დაადასტურა ჩეხეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ჩეხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ოფიციალურ შეხვედრას ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ სპეციალურად სტუმრებისთვის სადილი გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიგმირთა მოედანზე ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება
შემდეგი სტატია“არავის მივცემთ უფლებას ამ თემით სპეკულაციები განახორციელონ და პროდუქტებზე ფასების მატება მოახდინონ”