“არავის მივცემთ უფლებას ამ თემით სპეკულაციები განახორციელონ და პროდუქტებზე ფასების მატება მოახდინონ”

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით ისარგებლოს და სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები გაზარდოს.

როგორც კალაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში აღნიშნა, თუკი ვინმე ამ თემით სპეკულირებას შეეცდება სახელმწიფო საკითხში აუცილებლად ჩაერევა.

“მე არ ვფიქრობ და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ელექტროენერგიის ფასის კორექტირებამ, ანუ, იმ ძველ ნიშნულზე დაბრუნებამ, რაც იყო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში გამოიწვიოს პროდუქტების გაძვირება, რადგან თვითონ ფასების წარმოქმნაში ელექტროენერგიის წილობრიობა არის მინიმალური. თუ ვინმე შეეცდება ამ თემით სპეკულირებას და დაიწყებს ფასების ზრდას, გაძლევთ პირობას, სახელმწიფო აუცილებლად ჩაერევა და არავის არ მივცემთ უფლებას ამ თემით სპეკულაციები განახორციელონ და ფასების მატება მოახდინონ სხვადასხვა პროდუქტებზე”, – განაცხადა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ “სემეკის” გადაწყვეტილებით, “ენერგოპრო ჯორჯიას” მომხმარებლებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიამთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს