გმირთა მოედანზე ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედანზე, სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე, ასფალტის საფარის დაგების მიზნით, 24 ივლისს 12 საათიდან საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება.

საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და მოეწყობა კუნძულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.

დედაქალაქის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

banner
წინა სტატიაშისოფელ ვეჯინში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა