ზურაბ ჟვანია ხშირად ითხოვდა მარტო დატოვებას და პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია

კობა ხარშილაძე დამნაშავე არ არის, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ალექსანდრე გოგოხიამ განაცხადა, რომელმაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა.
გოგოხია ბრალდებულების, ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე დაცვის მხარის მიწმის სტატუსით იკითხება.
მან ასევე აღნიშნა, რომ არც ძაძამიაა რაიმეში დამნაშავე, რადგან ორივე ბრალდებული დაემორჩილა დაცვის იბიექტის ბრძანებას.
მიწმის თქმით, ჟვანია ხშირად ითხოვდა მარტო დატოვებას და “პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია”.
“დასაცავი ობიექტის პირად ცხოვრებას ხელი არ უნდა შეუშალო. მარტო სხეული კი არ უნდა დაიცვა, არამედ მორალურადაც უნდა დაიცვა. არ არსებობს დაცვის თანამშრომელი, რომელიც თავის დასაცავ ობიექტს არ დაემორჩილება. კანონში წერია და ვიცი, მაგრამ პრემიერის დაცვაში უნდა მუშაობდე, რომ მიხვდე რას ნიშნავს ეს”, – განაცხადა გოგოხიამ.
დაცვის მოწმემ 2005 წლის 2 თებერვალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ “ზურაბ ჟვანია დედის სახლიდან გოთუას ქუჩაზე წაიყვანა, სადაც ყოფილ პრემიერს მიხეილ ძაძამიას გადაუსვა, ხოლო ცრუ ესკორტი წყნეთისკენ წავიდა”. ამასთან, მოწმის თქმით, ჟვანია ესკორტის გარეშე, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ხშირად გადაადგილდებოდა.
ალექსანდრე გოგოხია, რომელიც ჟვანიას იცავდა, აცხადებს, რომ ძაძამიას და ხარშილაძის ადგილზეც რომ იყოს, პრემიერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას არც ის აიღებდა.

banner
წინა სტატიაშიკეჩხობის ბანაკში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ქართულ ენას სწავლობენ
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის წილი უკანონოდ, ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს – სოზარ სუბარი