კეჩხობის ბანაკში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ქართულ ენას სწავლობენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში კეჩხობის საზაფხულო ბანაკს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა მეორე ნაკადი სტუმრობს.

ბანაკში ამჟამად 75 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლე იმყოფება.

მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში, ქართული ენის ცოდნის დონესთან ერთად, სამოქალაქო ცნობიერებას იმაღლებენ და მულტიკულტურულ საკითხებს ეცნობიან. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამაში შედის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სიმღერა, ცეკვა, საკომუნიკაციო უნარები და სპორტი.

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ საზაფხულო ბანაკებს ყოველწლიურად ხსნის. წელს ბანაკმა ორ ჯგუფს უმასპინძლა.

პროგრამის მენეჯერისა და მასწავლებლების განცხადებით, ბანაკში გატარებული პერიოდი განსაკუთრებით უწყობს ხელს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების დაახლოებას და სოციალური ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესებას.

banner
წინა სტატიაშისტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და ანალიზის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანია ხშირად ითხოვდა მარტო დატოვებას და პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია