ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის წილი უკანონოდ, ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს – სოზარ სუბარი

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ქიბარ ხალვაშის სარჩელს ეხმაურება და ამბობს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, რადგან ეს კერძო სუბიექტების დავაა.
ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქიბარ ხალვაშს უკანონოდ ჩამოართვეს წილი და მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. კარგად მახსოვს მე ის დრო, როდესაც აიძულეს ყოფილი მფლობელები, მათ შორის ეროსი კიწმარიშვილი და ჯარჯი აქიმიძე, რომ დაეთმოთ წილები და ასეთივე ზეწოლა იყო შემდეგ ქიბარ ხალვაშზეც“, -აცხადებს სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ში წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი გუშინ შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანია ხშირად ითხოვდა მარტო დატოვებას და პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია
შემდეგი სტატიანარკოტიკული ნივთიერების შემცველი 239 აბი კოდეინი აღმოაჩინეს