ვაზიანში სამხედრო ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი მიმდინარეობს

ამ წუთებში ვაზიანში სამხედრო ასეულის გაცილების ცერემონიალი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი. ბატალიონის წევრები ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.

მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა 5 თვის განმავლობაში გერმანიაში გაიარა სპეციალური მომზადება. ისინი მაზარიშარიფში შეასრულებენ მისიას, სადაც მე-4 ბრიგადის დაზვერვის ასეულს ჩაანაცვლებენ და ავღანეთში 7 თვეს დარჩებიან.

banner
წინა სტატიაში“დავით საყვარელიძის წინააღმდეგ უკრაინის გენპროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა”
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2465 ლარია