“დავით საყვარელიძის წინააღმდეგ უკრაინის გენპროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა”

დავით საყვარელიძის გუნდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ვლადიმერ გუზირის დავალებით, 5 ივლისს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დანაშაულის ფაქტზე, რომელიც ჩაიდინა გენპროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ, – ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ვლადიმერ ბოიკო წერს.
საქმე ეხება 2015 წლის 5 ივლისს დავით სყვარელიძის მითითებით ჩატარებულ ჩხრეკას კიევის ოლქის პროკურორის მოადგილის, ალექსანდრე კორნიცასა და უკრაინის გენპროკურატურის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ შაპაკინის კაბინეტებში.
ბოიკოს ინფორმაციით, უკრაინის გენპროკურატურის მთავარ საგამოძიებო კომიტეტში ჩატარებული ჩხრეკები გუზირმა დააკვალიფიცირა, როგორც სახელმწიფო შენობის მართლსაწინააღმდეგოდ დაკავება.
ჟურნალისტის ინფორმაციის თანახმად, პროკურორების კაბინეტებში ჩხრეკა საყვარელიძემ ყოველგვარი კანონიერების საფუძვლების გარეშე განახორციელა, მათ შორის არც გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, გუზირისთვის უცნობებია, არამედ ოპერაცია ჩაატარა მხოლოდ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ვიღაცას სურდა ქრთამის სახით კორნიცას მეშვეობით 200 ათასი დოლარი გადაეხადა კონკრეტული საქმის დასახურად.
ინფორმაციის თანახმად, დავით საყვარელიძემ მიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს ვასილი გრიცაკს, რომელმაც მას ოპერაციისთვის სპეცდანიშნულების რაზმ “ალფას” მებრძოლები გამოუყო. “კაბინეტების ჩხრეკისას ვერავითარი ქრთამი ვერ აღმოაჩინეს”, – წერს ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის გადაწყვეტილებით მამუკა ჩარკვიანის საზღვარგარეთ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს!
შემდეგი სტატიავაზიანში სამხედრო ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი მიმდინარეობს