ჩაწერილი ტაშის ფონზე , ბიძინა ივანიშვილს დაცარიელებულ რუსთაველზე უწევდა სიტყვით გამოსვლა – ბოკუჩავა

„მინდა გითხრათ, თქვენი დრო ამოიწურა და გუშინდელი რუსული მარში, სადაც ძალდატანებით მოყვანილი ადამიანები, რომლებსაც ასევე შიათ, რომლებიც მოისყიდეთ, მოატყუეთ, შეაშინეთ მათ შორის სამსახურის დაკარგვით, მათი არჩევანიც უკვე ნათელია, მთელი საქართველოს არჩევანი ნათელია – არჩევანი არის ევროპა და არა რუსული კანონი!“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოკუჩავამ “ოცნებას” პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყნის ევროპულ კურსს უკვე ღიად გადაუხვია.

“გუშინ ჩვენ ვიხილეთ რუსული სამთავრობო მარში, სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით, მოსყიდვით ჰყავდათ ჩამოყვანილი საქართველოს რეგიონებიდან, სადაც ჩაწერილი ტაშის ფონზე , ბიძინა ივანიშვილს დაცარიელებულ რუსთაველზე უწევდა სიტყვით გამოსვლა. რატომ დაკარგეთ ხალხის ნდობა, რატომ დაკარგეთ მათ შორის იმ ადამიანების ნდობა, რომლებმაც შესაძლებელია 2012 წელს მოგცეს ხმა. იმიტომ რომ თქვენ გადაუხვიეთ ქვეყნის ევროპულ კურსს უკვე ღიად და თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას წაართვათ ევროპული მომავალი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ყოველწლიურად ტოვებენ საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ რომ შეუძლებელია გაღარიბებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ არსებობს პერსპექტივა, არ არსებობს სამუშაო ადგილი და ერთადერთი შანსი არის საჯარო სექტორში მუშაობა, სადაც ძალდატანებით ადამიანებს ტაშის დამკვრელებად ამუშავებთ, აიძულებთ მასწავლებლებს დატოვონ საკლასო ოთახები, აიძულებთ ბაღის მასწავლებლებს, სკოლის მასწავლებლებს დატოვონ საკლასო ოთახები და თბილისში ჩამოვიდნენ ტაშის დამკვრელებად, მაგრამ ამაზეც უარი თქვენს ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით, რომ თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი წაართვათ.
რამხელა ცინიზმია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ილიას სიტყვებით საუბრობს, ან მერაბ კოსტავას ციტირებს, მაშინ როდესაც ივანიშვილის მთავარი სიწმინდე მისი ფულია და მხოლოდ და მხოლოდ მისთვის ამ სიწმინდის დასაცავად, მისი რუსეთში ნაშოვნი, შავი ბინძური ფულის დასაცავად იყენებს მთელს ქვეყანას, იყენებს კანონებს, გიყენებთ თქვენც, თქვენც მონურ მორჩილებაში ხართ და ამ მონური მორჩილების დასასრული იქნება სწორედ 26 ოქტომბერი. ეს იქნება დასასრული შიმშილის, ეს იქნება დასარული უპერსპექტივობის, ეს იქნება დასასრული იძულებით ემიგრაციაში ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ყოფნის, რომელსაც საქართველოში დაბრუნების ეშინია, იმიტომ რომ იცის საქართველოში არ არსებობს ნორმალური ცხოვრების პერსპექტივა.
მინდა გითხრათ, თქვენი დრო ამოიწურა და გუშინდელი რუსული მარში, სადაც ძალდატანებით მოყვანილი ადამიანები, რომლებსაც ასევე შიათ, რომლებიც მოისყიდეთ, მოატყუეთ, შეაშინეთ მათ შორის სამსახურის დაკარგვით, მათი არჩევანიც უკვე ნათელია, მთელი საქართველოს არჩევანი ნათელია – არჩევანი არის ევროპა და არა რუსული კანონი! არა რუსული მთავრობა, არა რუსი ივანიშვილი, არა რუსული ფული, რომლის შემოტანასაც აქ ცდილობს ივანიშვილი ყოველგვარი გადასახადების გარეშე. არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი – კეთილდღეობა, თავისუფლება, ღირსება ევროპაში, თუ სიღარიბე და მონობა აქ, ივანიშვილის საქართველოში. ეს არ არის ქართული ოცნება, ეს არის რუსული ოცნება! საქართველოს რუსიფიკაცია და ევროპული მომავლის წართმევა არის რუსული ოცნება და ამის ასრულების შესაძლებლობას ქართველი ხალხი ივანიშვილს არ მისცემს!“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიმეორე, მესამე მოსმენით თუ აპირებენ კანონის გატანას და ასე უტიფრად, ჩვენი პროტესტი იქნება გამძაფრებული – ქადაგიძე
შემდეგი სტატიადაუნდობლად ცდილობდა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში – ხუხაშვილი ივანიშ