ექსპერტი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში “ოცნების” გუშინდელ აქციას ეხმაურება.
“ჩვენ გუშინ სინამდვილეში ვნახეთ ადამიანური ტრაგედია.
ვუყურებდით, როგორ იმსხვრეოდა მთელი მისი ცხოვრებით შექმნილი ერთგვარი წარმატების და უძლეველობის მითოლოგია და სრულიად უსუსური და შიშველი, გაბოროტებული, “მასოვკის” თანდასწრებით იხდიდა საკუთარ პოლიტიკურ პანაშვიდს. დაუნდობლად ცდილობდა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში, რადგან მის შემდეგ “ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა”… წერია განცხადებაში.