ექსკლუზივი: გალში რუსებმა და აფხაზებმა სახლების დანგრევა დაიწყეს

გუშინ, გალის დე-ფაქტო მილიციამ ორი ქართველი დააკავა და სასტიკად სცემა. ერთ–ერთი მათგანი კახა შონია საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებულის მშობლებმა სოხუმის დე-ფაქტო პროკურატურას მიმართეს,თუმცა მათ კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. დაზარალებულებს ბრალი ქურდობაში ედებათ. როგორც ბრალდებულები ამბობენ, ისინი ქურდობის მომენტში აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. ამას დაზარალებულების ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

გალში რუსებმა და აფხაზებმა მიტოვებული სახლების დანგრევა დაიწყეს–ამის შესახებ “თაიმერს” გალის რაიონიდან აცნობეს.
საუბარია იმ კერძო საკუთრებებზე,რომელშიც აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ არავის უცხოვრია.
დანგრეულია ორი სახლი კომკავშირის ქუჩაზე.
სავარაუდოდ, აფხაზები და რუსები გააგრძელებენ მიტოვებული სახლების დანგრევას.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გურჯაანის გამგეობა დატოვეს
შემდეგი სტატიაუკრაინას დაკარგულის დაბრუნება შეუძლია – აცხადებს სააკაშვილი