“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გურჯაანის გამგეობა დატოვეს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გურჯაანის გამგეობის შენობა დატოვეს, თუმცა ადგილზე “ქართული ოცნების” რამდენიმე ათეული აქტივისტი რჩება. ისინი ამბობენ, რომ გამგეობის შენობაში მანამდე იქნებიან, ვიდრე “ანტიკორუფციული კომისია” გურჯაანში იქნება და ადგილობრივ ხელისუფლებას მშვიდი მუშაობის საშუალება არ ექნება.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ირმა ნადირაშვილი კი, გურჯაანში მომხდარ პროვოკაციაში პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს.
“ღარიბაშვილს კახეთი თავისი საფაშო ჰგონია. მინდა გითხრათ, რომ პროვოკაციების და ზეწოლის მიუხედავად, “ანტიკორუფციული კომისიის” მუშაობას ვერ შეაჩერებენ. რაც შეეხება პოლიციას, სამართალდამცავები არ უზრუნველყოფონ ჩვენს უსაფრთხოებას, რადგან ისინი პრემიერ-მინისტრის სიმამრის დაკვეთას ასრულებენ,”-განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა.
გურჯაანში ვითარება სამი დღეა, დაძაბულია. “ნაციონალური მოძრაობის” “ანტიკორუფციულმა კომისიამ”, როგორც თავად ამბობენ, გურჯაანში კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტების შესწავლა დაიწყო. გიორგი ღვინიაშვილი და ირმა ნადირაშვილი ამ კომისიის ფარგლებში გამგებლისა და მოსახლეობის შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს მაჟორიტარის ბიუროსთვის დათმობილი ოთახები დაატოვებინეს. როგორც გამგეობაში განმარტეს, ღვინიაშვილს ბიუროს დავალიანება აქვს და გამგეობაში ყოფნის უფლება არ აქვს.
ფიზიკური დაპირისპირება და კვერცხების სროლა პირველი დაძაბულობის დროსაც მოხდა. დღეს კი დაპირისპირების დროს კვერცხები ისროლეს, რომლებშიც წიწილები აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტისას ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: გალში რუსებმა და აფხაზებმა სახლების დანგრევა დაიწყეს