ერაყში აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავიაიერიში ISIS-ის ლიდერის ავტოკოლონაზე

ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბანი-საადში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ ბაზართან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა მუსლიმურ დღესასწაულს – რამადანს აღნიშნავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ადგილობრივმა მთავრობამ მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და რამადანთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვნა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა საქართველოში აჩვენა, რომ პრაქტიკაში ხარვეზები აქვს