თეა წულუკიანი: ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა საქართველოში აჩვენა, რომ პრაქტიკაში ხარვეზები აქვს

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგ სხდომას მართავს. სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარე სხდომის მონაწილეები დღეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. მსჯელობის საგანი იქნება მოწმეთა დაკითხვის ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხიც, რა კუთხითაც შესაბამისი კანონპროექტი ასევე მომზადებულია.
“ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა საქართველოში აჩვენა, რომ პრაქტიკაში აქვს ხარვეზები. ჩვენ გვინდა, რომ შერჩევის წესი იყოს უფრო გამარტივებული, რომ ის ვადები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაა გათვალისწინებული, იმას კი არ მოხმარდეს, რომ ნაფიცი მსაჯულები შეირჩეს და შემდეგ ვერ შეიკრიბოს სასამართლო, არამედ სწრაფი შერჩევა შეიძლებოდეს და პროცესის გამართვაც დადგენილ ვადებში სწრაფად და ეფექტიანად. ასევე აუცილებელია, რომ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი იყოს გასაგები თავად განსასჯელისთვის და საზოგადოებისთვის. როდესაც განსასჯელი ხდება მსჯავრდებული, მას უნდა ესმოდეს, რატომ იქნა დამნაშავედ ცნობილი. ასევე გვინდა ვერდიქტი საჩივრდებოდეს მეორე ინსტანციაში უკვე პროფესიონალი მოსამართლეების ხელში. რაც შეეეხება დაკითხვის წესს, თქვენ იცით, რომ არასრულწლოვნებისთვის უკვე გვაქვს ახალი წესი შემოტანილი და მას პრაქტიკაში საპილოტე რეჟიმში გამოვცდით, ხოლო სრულწლოვნებისთვის ჩვენ გვინდა, რომ 1-ელ იანვარს ეს ინსტიტუტი იყოს მოდიფიცირებული”, – განაცხადა წულუკიანმა.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას თავად თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიერაყში აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას საჭიროდ არ მიიჩნევს