პოლიციამ ბათუმში დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვნა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად გოგონების უცხოელები არიან და ისინი ბათუმში ექსკურსიაზე ჩამოსულ ჯგუფს ჩამორჩნენ.

გოგონები ბათუმის ცენტრში იმყოფებოდნენ და ტიროდნენ. მათ ქართული არ იცოდნენ და გამვლელებმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

პატრულ-ინსპექტორებთან გოგონებმა მხოლოდ იმის თქმა მოახერხეს, რომ სომხეთიდან ბათუმში ჯგუფთან ერთად ავტობუსით არიან ჩამოსულები და დაიკარგნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მთელი ქალაქის მასშტაბით საერთაშორისო ნომრებით მოძრავი ავტობუსები გადაამოწმეს, რის შედეგადაც, რამდენიმე წუთში სასტუმრო რედისონის მიმდებარედ აღმოაჩინეს სომხეთიდან შემოსული ავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდნენ ერევნიდან გასტროლებზე ჩამოსული ანსამბლის წევრები.

ანსამბლის ხელმძღვანელობისგან გაირკვა, რომ ისინი ქობულეთიდან ექსკურსიაზე ბათუმში ჩამოვიდნენ, რა დროსაც, ქალაქის დათვალიერებისას ორი გოგონა დაეკარგათ. ანსამბლის წევრები მათ პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების და გადამოწმების შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ორივე გოგონა ჯგუფთან მიიყვანეს და ავტობუსამდე მიაცილეს.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიაერაყში აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა