დღევანდელი საარჩევნო ყრილობა მედიისთვის ბოლომდე ღია იქნება

დღევანდელი საარჩევნო ყრილობა მედიისთვის ბოლომდე ღია იქნება

დღევანდელი საარჩევნო ყრილობა მედიისთვის ბოლომდე ღია იქნებადღევანდელი საარჩევნო ყრილობა მედიისთვის ბოლომდე ღია იქნება. ეს გადაწყვეტილება დღევანდელ ყრილობაზე იქნა მიღებული. თავდაპირველად ჩატარდა კენჭისყრა დელეგატებს შორის მედიის დასწრებასთან დაკავშირებით, 17 წინააღმდეგი წავიდა, 16 მომხრე იყო.
ამის შემდეგ უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა განაცხადა, რომ დღევანდელი ყრილობის გამჭვირვალობისთვის აუცილებელია მედიის დასწრება და ამის შემდეგ დღევანდელი ყრილობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩივაძემ მედიის დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
დღევანდელ არჩევნებში როგორც ჩივაძემ განაცხადა, 33 დელეგატი იღებს მონაწილეობას, აქედან გამომდინარე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და გურიის სამხარეო ფედერაციებს ხმის უფლება გაუუქმდათ, თუმცა ამაზე განმარტება არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშიინგლისსა და უელსში მანქანებში მოწევა აიკრძალა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ,,ქართული ღვინის” ცენტრს გახსნის