ღარიბაშვილი ,,ქართული ღვინის” ცენტრს გახსნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ღვინის დღესთან” დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ ოფისში ქართული ღვინის ცენტრს გახსნის.
როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცენტრის გახსნის შემდეგ, 12:00 საათზე, მთავრობის მეთაური ვარდების მოედანზე ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრება.
მათივე ინფორმაციით, 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანს ეწვევა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, რთველში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი საარჩევნო ყრილობა მედიისთვის ბოლომდე ღია იქნება
შემდეგი სტატიაუკრაინამ გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დაიწყო