გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი კუბაში

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პირველი მინისტრი იქნება, რომელიც კუბას ეწვევა. შტაინმაიერს იმედი აქვს, რომ მისი ორდღიანი ვიზიტი, რომელიც 16 და 17 ივლისს არის დაგეგმილი, გერმანია-კუბას შორის ახალი ურთიერთობების საწინდარი იქნება. კუბაში დაგეგმილი ვიზიტი ბერლინის რეაქციაა “ფრთხილი და თანმიმდევრული გარდაქმნების”, რომელიც კუბას ხელისუფლებას აქვს ინიცირებული.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “კუბა და გარესამყარო ერთმანეთს უახლოვდება. მათ შორის დიდი ხანი უნდობლობის კედელი იდგა”.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კუბის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდება, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს ბრუნო როდრიგესს, ასევე ჰავანას არქიეპისკოპოს ჰაიმ ორტეგას. რეგლამენტით შეხვედრები რაულ და ფიდელ კასტროებთან არ იგეგმება. “გერმანულ მხარეს მსგავს შეხვედრებზე ინტერესი არ გამოუთქვამს” – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა. მისი თქმით, “ფიდელ კასტროს გარდა კუბაში სხვა ბევრი საინტერეო ადამაინები არიან, რომელთანაც საუბარი საინტერესო იქნება”.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხვა: რუსების 40%-მა სიტყვა კონსერვატორის მნიშვნელობა არ იცის
შემდეგი სტატიაოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან ქართული დროშა ჩამოხსნეს