გამოკითხვა: რუსების 40%-მა სიტყვა კონსერვატორის მნიშვნელობა არ იცის

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის გამოკითხვის შედეგად, რომელიც რუსეთის 46 რეგიონში ჩატარდა, დადგინდა, რომ მოსახლეობის 40%-მა სიტყვა “კონსერვატორის” მნიშვნელობა არ იცის.
ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ კონსერვატიული ხედვა მათთვის ტრადიციების ერთგულებას ნიშნავს, 6% -მა კონსერვატორების მახასიათებლად დაასახელა ერთგულება, სტაბილურობა და პასუხისმგებლობა. გამოკითხულთა 8%-ის აზრით, კონსერვატორების თვისებაა ცვლილებების შიში. 3%-ი კი თვლის, რომ კონსერვატორები ჩაკეტილი და შეზღუდული ადამიანები არიან, 2 % დარწმუნებულია, რომ კონსერვატორი იგივეა, რაც ნოვატორი.
კონსერვატორების დადებით მხარეებზე საუბრისას გამოკითხულები ამბობენ, რომ ისინი სტაბილურები და ცხოვრებაში გათვითცნობიერებულები არიან – 17%, საიმედოები – 2 %, წინდახედულები – 2%.
კონსერვატორების უარყოფით თვისებად ასახელებენ შენელებულ განვითარებას – 18%, სიახლეების შიშს – 7% და შეზღუდულობას – 5%.

გამოკითხვა რუსეთის 46 რეგიონში ჩატარდა. 130 დასახლებულ პუნქტში 1600 ადამიანი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიობამამ და პუტინმა ირანთან დადებული ხელშეკრულება განიხილეს
შემდეგი სტატიაგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი კუბაში