ბარაქ ობამა უსაფრთხოების მსოფლიო სამიტის გამართვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა 18 თებერვალს ვაშინგტონში უსაფრთხოების საკითხზე მსოფლიო სამიტის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
“ფრანსპრესის” ცნობით, ამის შესახებ ამერიკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება მის კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ არის მიღებული.
“ჩვენ შევკრებთ ყველა მომხრეს იმისთვის, რომ განვიხილოთ ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია მთელ მსოფლიოში გავრცელებული ექსტრემიზმის წინააღმდეგ”, – აღნიშნა ამერიკის გენერალურმა პროკურორმა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი ვაშინგტონში ბარაქ ობამასთან შეხვედრას გეგმავს, რომელზეც უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

banner
წინა სტატიაშიპარიზში ერთიანობის მარში დაიწყო
შემდეგი სტატიასაერთაშორისო თანამეგობრობამ ტერორიზმი ისლამისგან მკაფიოდ გამიჯნა