საერთაშორისო თანამეგობრობამ ტერორიზმი ისლამისგან მკაფიოდ გამიჯნა

„შარლი ებდოზე“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, როგორც საფრანგეთის, ისე მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა საკუთარ განცხადებებში მკაფიოდ გამიჯნეს ერთმანეთისგან ისლამური საფრთხე და ტერორიზმი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ეს იყო შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. მან მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ტერორისტებს ისლამთან საერთო არაფერი აქვს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კი აღნიშნა, რომ პარიზში მომხდარი თავდასხმა იყო „შემზარავი ტერორისტული აქტი“ და ის გამიჯნა ისლამური სამყაროსგან.

ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის კი მიაჩნია, რომ ეს მოვლენა არა ცივილიზაციებს შორის, არამედ ცივილიზებულ სამყაროსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლაა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საფრანგეთში მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი მუსლიმია და მათ შორის ბევრი ის ფრანგები არიან, რომლებმაც ისლამი მიიღეს.

მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან 1874 წელს მიღებული კანონით აქ აკრძალულია მოსახლეობის აღწერა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით. სწორედ აქედან გამომდინარე ზუსტი მონაცემები თუ რამდენი მუსლიმი ცხოვრობს საფრანგეთში დაუზუსტებელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით მუსლიმები საფრანგეთში ყველაზე მეტნი არიან.

banner
წინა სტატიაშიბარაქ ობამა უსაფრთხოების მსოფლიო სამიტის გამართვას გეგმავს
შემდეგი სტატიაეკა ტყეშელაშვილი: ეს იყო სიტყვის თავისუფლების ყველაზე ტრაგიკულად გამოხატული ხელყოფა