პარიზში ერთიანობის მარში დაიწყო

safrangeti

პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ერთიანობის მარში დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. განსაკუთრებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
სოლიდარობის მარშს წინ მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები მიუძღვებიან. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3-კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან.
ერთობის მარშში მონაწილეობენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობენ ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები. საქართველოს პარიზში მიმდინარე მარშზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.
ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდი ებრაელებს გაძლიერებულ დაცვას დაჰპირდა
შემდეგი სტატიაბარაქ ობამა უსაფრთხოების მსოფლიო სამიტის გამართვას გეგმავს