ვარშავაში ნატოს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას შეუდგა

ვარშავაში ნატოს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას შეუდგა. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ექსპერტთა ფორუმით გაიხსნა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი და პოლონეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობენ.

ვარშავაში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაციაა ჩასული. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტიც.

ორდღიან შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც იმსჯელებენ, რომლის სრულფასოვანი მონაწილე, სავარაუდოდ, საქართველოც უნდა გახდეს.

სამიტის ფარგლებში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

banner
წინა სტატიაშიირინა იმერლიშვილი: საქართველო NATO-ს ვარშავის სამიტიდან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ელოდება
შემდეგი სტატია”ვარშავაში ქართულ დელეგაციას ზურგს უმაგრებს დეკლარაცია, რომელსაც ყველა საპარლამენტო პარტია უჭერს მხარს”