”ვარშავაში ქართულ დელეგაციას ზურგს უმაგრებს დეკლარაცია, რომელსაც ყველა საპარლამენტო პარტია უჭერს მხარს”

ქართულ დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, – ამის შესახებ ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში გამოთქმულია მხარდაჭერა ნატოს კურსის ურყევი ნებისადმი.

„ეს არის ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. მინდა, მადლობა ვუთხრა ამ პარტიებს, რომ როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტებებს, ქვეყნის ინტერესებს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დეკლარაციას პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების გარდა ხელს აწერენ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაშივარშავაში ნატოს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას შეუდგა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: მოლოდინი, რომელიც გვაქვს, ხვალ დადასტურდება