ირინა იმერლიშვილი: საქართველო NATO-ს ვარშავის სამიტიდან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ელოდება

უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საქართველო NATO-ს ვარშავის სამიტიდან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ელოდება.

მისი თქმით, ასევე მოლოდინია, რომ კომუნიკეში შავი ზღვის ზღვის უსაფრთხოებაზე ჩანაწერი გაკეთდება.

“ცხადია, ველოდებით კომუნიკეში ჩვენი NATO-ში სწრაფვის დაფიქსირებას, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. განსაკუთრებთ ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ჩანაწერს კომუნიკეში და აუცილებლად ველოდებით კიდევ ერთხელ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას NATO-ს სამიტიდან”,- აღნიშნა იმერლიშვილმა.

ცნობისთვის, 8 ივლისს, ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე NATO-ს სამიტი გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის, 28 წევრი სახელმწიფო. ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.

banner
წინა სტატიაშინატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან
შემდეგი სტატიავარშავაში ნატოს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას შეუდგა