საფრანგეთის მთავრობამ ქალაქ ტორსიში მეჩეთის დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება – ქალაქი პარიზიდან 22 კილომეტრში მდებარეობს – ამის შეასხებ BFMTV ავრცელებს.
როგორც საფრანგეთის შს მინისტრს მატიას ფეკლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მეჩეთში ურწმუნოებისადმი შეიარაღებული ჯიჰადის მოწოდებები ისმოდა. “აქ ღიად ხდებოდა იმ ღირებულებების პროპაგანდა, რომელიც რესპუბლიკის კანონებს ეწინააღმდეგება, რელიგიურ სიძულვილს აღვივებს სხვა ჯგუფებისადმი – ებრაელებისადმი და მუსლიმი-შიიტებსადმი” – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს ქალაქ მონპელიეშიც იგივე მიზეზით დაიხურა მეჩეთი – ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, იმამი რადიკალური იდეოლოგიას ქადაგებდა.