პუტინი აშშ-ს სირიის ავიადარტყმაზე: ნატოს მოკავშირეები თავს ჩინური თოჯინებივით აქნევენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა “მირ 24”-თან ინტერვიუში აშშ-ს მიერ სირიაში ავიაბაზის დაბომბვაზე კომენტარი გააკეთა.

ვლადიმერ პუტინმა ნატოს მოკავშირეები სირიაში შეერთებული შტატების საჰაერო ოპერაციის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია მირს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ამერიკელების მოკავშირეები ჩინურ სათამაშოებს შეადარა.

მისი შეფასებით, ევროპელებმა ტრამპის გადაწყვეტილებას ისე დაუჭირეს მხარი, რომ არც კი დაფიქრებულან რა მოხდა.

„ცოტა ხნის წინ სირიაზე შეერთებული შტატების ავიაიერიშის მოწმე გავხდით. როგორი იყო ნატოს მოკავშირეების რეაქცია? ყველა ჩინური სათამაშოსავით თავს აქნევს. სადაა მტკიცებულება, რომ სირიის ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, სამაგიეროდ სახეზეა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. მიუხედავად ამისა, ყველა ეთანხმება, თავს უქნევს და მხარს უჭერს,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსეენბთ, რომ აშშ-მ სირიაში სამხედრო ავიაბაზა 7 აპრილს დაბომბა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის მთავრობამ კიდევ ერთი მეჩეთი დახურა
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: ბატონო ბიძინა ძალიან მაინტერესებს ის ჭაობი სადაც ამ წურბელებს და გომბეშოებს პოულობენ