„ბავშვთა სამყარო“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის 1 035 000 ლარი გადაირიცხება

თბილისის მერიის განცხადება

თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკი“-ში (მერიის მომსახურე ბანკის) ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.

დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან „თიბისი ბანკი“-ს სამ ფილიალში შეძლებენ: ცენტრალურ ფილიალში-ჭავჭავაძის N11-ში, მარჯანიშვილის ფილიალში – მარჯანიშვილის N 7-ში და დიდუბის ფილიალში – წერეთლის N 117-ში.

„ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეები შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ.

თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა.

banner
წინა სტატიაში18-19 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთს ეწვევა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის მთავრობამ კიდევ ერთი მეჩეთი დახურა