აშშ-ში არჩევნებამდე “ალ-ქაიდას” ტერაქტებს ელოდებიან

CBS News-ის ცნობით, ამერიკული დაზვერვა ნიუ-იორკის, ტეხასის და ვირჯინიის შტატების ადგილობრივ ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, “ალ-ქაიდასაგან” მოსალოდნელ ტერაქტებზე აფრთხილებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული დაზვერვა ჯერ კიდევ მუშაობს ტერაქტებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის შეფასებაზე, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების ფედერალური ბიურო და ფედერალური სამსახურები, მთელი სერიოზულობით მუშაობენ ტერაქტების თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები სამშაბათს – 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითურქი მინისტრი: ევროპისაგან ჭკუის სწავლებას ვერ მივიღებთ
შემდეგი სტატიათურქეთში ჩრდილო-კავკასიელი ბოევიკები დააკავეს