თურქეთში ჩრდილო-კავკასიელი ბოევიკები დააკავეს

რუსული და თურქული წყაროების ცნობით, სტამბულში, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ,,იმარატ-კავკაზის,, 8 ჩრდილო-კავკასიელი ბოევიკი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მახრან საიდოვი, ასლამბეკ ვადალოვი, თარხან გაზიევი, იმრან ტევზარალიევი, ჟავად მურთაზალიევი და ამ დრომდე დაუდგენელი ვინაობის 3 პირი დააკავეს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ,,იმარატ კავკაზიდან,, სირიაში იყვნენ ჩასული და სავარაუდოდ ,,ისლამური სახელმწიფოს,, მხარდამხარ იბრძოდნენ. როგორც თურქული მედია აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკება დაკავებულთა რუსეთში ექსტრადაციის საკითხზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში არჩევნებამდე “ალ-ქაიდას” ტერაქტებს ელოდებიან
შემდეგი სტატია“რეალი” და “ბაიერნი” ნაგვის ფორმებით ითამაშებენ