თურქი მინისტრი: ევროპისაგან ჭკუის სწავლებას ვერ მივიღებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავიშოღლუ, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან თურქეთის მიმართ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს ჭკუის სწავლებად აღიქვამს და მიუღებელს უწოდებს. ევროკავშირის რეაქციას, რომელიც 4 ნოემბერს პროქურთული საპარლამენტო პარტიის ,,ხალხთა დემოკრატიული პარტიის,, ლიდერების დაკავებას (რომელთაც ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებისაგან თავის არიდება ედებათ ბრალად) მოჰყვა, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ქურთების მუშათა პარტიის, PKK-ს მხარდაჭერას უწოდებს და ევროკავშირს სხვებისთვის ჭკუის სწავლებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

“ევრიკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, სამწუხაროდ PKK-ს დიდ მხარდაჭერას უცხადებენ. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია, რომ მერე ჩვენთან მოვიდნენ და ზესამართლიანობის, დემოკრატიის გაკვეთილებს გვიტარონ. მათგან ჩვენ PKK-ს მიმართ იარღის ცაბარებისა და ტერორისათვის დანებების მოწოდება ერთხელაც არ გაგვიგია”,- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი მინისტრი: თურქეთისთვის პასუხის გაცემის დრო მოვიდა
შემდეგი სტატიააშშ-ში არჩევნებამდე “ალ-ქაიდას” ტერაქტებს ელოდებიან