ზვიად ძიძიგური: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე კითხვები მოიხსნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე კითხვები მოიხსნება.
ამის შესახებ ძიძიგურმა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ძიძიგური დარწმუნებულია, რომ ამ საკითხს პარლამენტში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება.
“საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე კითხვები მოიხსნება. იმ ადამიანებს და ძალებს, ვინც აფიქსირებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ვინმე რაიმეს გაკეთებას გვაძალებს, ყოველგვარი საფუძველი გამოეცლებათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის მოწინააღმდეგეები. ეს გადაწყვეტილება, რომელიც აფიქსირებს ქალისა და მამაკაცის ერთობას ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის დაპირისპირება ამოწურულია”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: კოალიცია არჩევნებზე ერთიანი ძალებით უნდა გავიდეს