ზვიად კვაჭანტირაძე: “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის დაპირისპირება ამოწურულია”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცახდებით, პოლიტსაბჭოზე ე.წ. დაპირისპირების თემა “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის აღარ განიხილება.

მისი თქმით, ეს დღევანდელ პოლიტსაბჭოზეც დამტკიცდა, როდესაც კოალიციის ყველა წარმომადგენელი ერთად იჯდა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ და მსჯელობდა.

“დაპირისპირების თემა “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის აღარ განიხილება და ეს პოლიტსაბჭომ დაამტკიცა. ვისხედით ერთი მაგიდის ირგვლივ და ამ თემაზე ვმსჯელობდით. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ თუ მსგავსი დაპირისპირებები იქნება, ყოველთვის განიხილება კოალიციის შიგნით. დაპირისპირება ამოწურულია. უსუფაშვილმა დღეს დაადასტურა , რომ პატივისცემით ექცევა კოალიციის წევრების აზრს და მათი მხრიდან პრობლემა განულებულია”,-განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა კოალიციაში შემავალ დაპირისპირებულ სუბიექტებს გასულ კვირას, დიალოგისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიორგი კვირიკაშვილმა ცვლილებები დააანონსა. ამის შემდეგ, “რესპუბლიკელები” მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს შეხვდნენ. აუდიენციიდან გამოსულმა რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ მიღწეულია შეთანხმება ორპარტიული სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო საქმიანი შეხვედრა და “რესპუბლიკელებთან” მრავალმხრივ ფორმატში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: ქორწინების საკითხი სპეკულაციის საგანი ხდებოდა
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე კითხვები მოიხსნება