გია ვოლსკი: კოალიცია არჩევნებზე ერთიანი ძალებით უნდა გავიდეს

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო უმრევლესობის ლიდერის მოადგილე, გია ვოლსკის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე “რესპუბლიკურ პარტიას” სხვა შეხედულება ჰქონდა.

ვოლსკის თქმით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, “რესპუბლიკელებს” ინიციატივის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით ჰქონდათ განსხვავებული შეხედულება, თუმცა, განსხვავებული პოზიციები კოალიციაში ადრეც ყოფილა.

ყოფილა საკითხები, სადაც განსხვავებული პოზიცია დაგვიფიქსირებია. “რესპუბლიკურ პარტიას” ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, მხოლოდ პრაქტიკასთან დაკავშირებით გააჩნია სხვა შეხედულება”,-განაცხადა ვოლსკიმ

მისი თქმით, კოალიცია არჩევნებზე ერთიანი ძალებით უნდა გავიდეს და შესაბამისად, დაპირისპირების თემაც აღარ არსებობს.

“პრემიერი კვლავ აგრძელებს კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიებთან. კოალიცია არჩევნებზე ერთიანი ძალებით უნდა გავიდეს”,-განაცხადა ვოლსკიმ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე კითხვები მოიხსნება
შემდეგი სტატიაგერმანიაში მერკელის რეიტინგი ისევ იზრდება