დასკვნა გამოქვეყნდება უახლოეს კვირებში, რათა პარლამენტისთვის შესაძლებელი გახდეს მისი განხილვა კანონის მიღებამდე – ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია რუსულ კანონთან დაკავშირებით სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს, რომელიც უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი დელეგაცია ონლაინ შეხვედრებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან და დასკვნა საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოქვეყნდება.

“ვენეციის კომისიის დელეგაცია ორშაბათს, 29 აპრილს შეხვდა სახალხო დამცველს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინმედიისა და მაუწყებლების წარმომადგენლებს. დელეგაცია 2024 წლის 2 მაისს პარლამენტში გეგმავს ონლაინშეხვედრას საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან დისკუსიების გასაგრძელებლად. დასკვნა გადაუდებელი პროცედურით ვენეციის კომისიის რეგლამენტის მე-14 ა მუხლის შესაბამისად მზადდება და გამოქვეყნდება უახლოეს კვირებში, რათა პარლამენტისთვის შესაძლებელი გახდეს მისი განხილვა კანონის მიღებამდე,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სასახლეში 3-4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
შემდეგი სტატია“რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ყოფნის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას” – “გირჩი” და “დროა”