ზუგდიდში მოსახლეობა ტურების შემოსევას საკუთარი ძალებით ებრძვის(+ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედაეწერში მოსახლეობა ტურების შემოსევას საკუთარი ძალებით ებრძვის. როგორც სოფლის ერთ-ერთი მკვიდრმა აცხადებს,მტაცებლები ტყიდან გამოდიან და როგორც შინაურ ცხოველებს,ასევე ენდემური ჯიშის კოლხურ ხოხობს ერჩიან.

“თაიმერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში გადმოსული ტურა  ოჯახის მონადირე ძაღლებმა დაგლიჯეს.

„ასე ჩვენი ძალებით ვებრძვით მტაცებელს,ძაღლებს რომ არ ენახათ ამოხოცავდა ქათმებს“,-აცხადებენ  ადგილობრივები. სოფლის მაცხოვრებლები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.

https://www.youtube.com/watch?v=p1cT6J7fPgE&feature=share&fbclid=IwAR1snsQGtXIAvcZ6wG3ifG0vhReG4Yo8Bh7iqBjHeULqq1OCet7RtwOOikk

banner
წინა სტატიაშიბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს-კალაძის კრიტიკული პასუხი მერიის გაზრდილ ხარჯებზე
შემდეგი სტატია„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერი-ყველა ადამიანს აქვს უფლება, კანონის ფარგლებში აზრი გამოხატოს