ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს-კალაძის კრიტიკული პასუხი მერიის გაზრდილ ხარჯებზე

IDFI-ის კვლევის თანახმად, 2018 წელს თბილისის თვითმმართველობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დედაქალაქის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება. ანაზღაურების ხარჯების გარდა 2018 წელს გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯებიც.

კვლევას დედაქალაქის მერი კრიტიკულად გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ყველა ცვლილება და ხარჯი განპირობებულია აუცილებლობიდან გამომდინარე.

“ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, განპირობებულია და მიმართულია აუცილებლობიდან გამომდინარე. ალბათ ამის საჭიროება იყო, ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს, ამის საჭიროება იყო და იქნა გამოყენებული,”
– განაცხადა კახა კალაძემ.

კვლევაზე კომენტარი გააკეთა თბილისის ყოფილმა მერმაც. დავით ნარმანიამ თავისი მმართველობის დრო გაიხსენა და განაცხადა, რომ პერსონალის აყვანა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ხდებოდა.

“მინდა ხაზგასმით დავადასტურო ის, რომ კანონმდებლობით დადგენილ ლიმიტზე მეტი ხელშეკრულებით აყვანილი პერსონალი ჩვენ არ გვყოლია და კანონმდებლობას ნამდვილად ვიცავდით. ის თუ ხელფასგარეშე დანამატები რანაირად და როგორ გაიცემოდა, ეს გაიცემოდა მოწესრიგებული ფორმით, შესაბამისად, ასევე კანონმდებლობიდან გამომდინარე,”– განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, IDFI-ის კვლევის თანახმად, მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი სოფიო კილაძეს მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში მოსახლეობა ტურების შემოსევას საკუთარი ძალებით ებრძვის(+ვიდეო)