„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერი-ყველა ადამიანს აქვს უფლება, კანონის ფარგლებში აზრი გამოხატოს

კინო უნივერსალური ენაა, რომელსაც არ აქვს რელიგია და არც რაიმე მიმდინარეობა. ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში და იმედი მაქვს, ასეც დარჩება, – ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერმა, ქეთი დანელიამ განაცხადა.

მან ფილმის წარმატებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წყნარად ჩაივლის.

„ფილმი კანის ფესტივალის შემდეგ 40-მა ქვეყანამ შეიძინა. აქვს 15-მდე ჯილდო, საკმაოდ წარმატებულია. ამ ეტაპზე ოსკარის და ოქროს გლობუსის ეტაპზე ვარ. იმედი გვაქვს, წარმატებებსაც მივაღწევთ. ფილმი ბევრ ფესტივალზეა წარდგენილი. ქართულ საზოგადოებაში ამ ფილმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა. იმედი გვაქვს, მოეწონება მაყურებელს. ეს ფილმი ჩვენს რეალობასა და ყოველდღიურობაზეა.

ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში და იმედი მაქვს, ასეც დარჩება. კინო არის უნივერსალური ენა. კინოს არ აქვს არც რელიგია და არც რაიმე მიმდინარეობა. ვისაც სურს ნახვა, ნახავს. უსაფრთხოება არის ყოველთვის პირველი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოებიც იმუშავებენ ამაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არაფერი მოხდეს პრემიერაზე და ეჭვი მაქვს, არც არაფერი მოხდება“, – განაცხადა ქეთი დანელიამ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მოსახლეობა ტურების შემოსევას საკუთარი ძალებით ებრძვის(+ვიდეო)
შემდეგი სტატია“2020 წელი აღარ იქნება ქველმოქმედების”-დავით ჭიჭინაძე