ზუგდიდის საბავშვიო ბაღებში საკვების გაცემა მიმდინარეობს

ზუგდიდის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას დღეიდან შეძლებენ. პროდუქტების გაცემისთვის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდის მერთან ერთად დაესწრო.

ამ ეტაპზე ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის ორი კვირაზე გათვლილ პროდუქტს გასცემენ, იქნება დამატებით მეორე ეტაპის განხორციელებაც. ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მშობლებისთვის პროდუქტების წასაღებად შექმნილია ვიზიტების გრაფიკები, ადგილზე რიგებს კი მოხალისეები აწესრიგებენ.

ბაღის აღსაზრდელებისთვის გაცდენილი დღეების ულუფის გადაცემა ზუგდიდის მსგავსად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.

banner
წინა სტატიაშიევროპულმა საქართველომ მარნეულის მუნიციპალიტეტს 20 000 სამედიცინო ხელთათმანი აჩუქა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ,,დღეს გადაუხდელობის გამო დენის და გაზის გამორთვა არის დანაშაული”