ნინო ბურჯანაძე: ,,დღეს გადაუხდელობის გამო დენის და გაზის გამორთვა არის დანაშაული”

,,ჩვენს ქვეყანაში ხალხი ისედაც ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ახლა ვითარება კიდევ უარესად გართულდა.
ხელისუფლების მისამართით სოლიდარობა ერთია, მაგრამ, რასაც დღეს ლარის კურსთან მიმართებაში ჩვენ ვხედავთ, ამაზე მორატორიუმი ალბათ დანაშაულიც კია”.- ასე ეხმაურება ,,პალიტრა-
ნიუსის ეთერში ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ლარის კურსის ვარდნას.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ არანაკლები გამოწვევები აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც, ვინც საგანგებო პრევენციებს ატარებს ეკონომიკური თვალსაზრისით.

,,ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა არაფერ კავშირშია მსოფლიოში არსებულ გლობალურ პრობლემასთან. რაც ლარს დაემართა, არცერთ ვალიუტას არ დამართნია.
ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ 40 მილიონი გამოიტანა ბაზარზე, მერე 60 მილიონი, მაგრამ ამან მხოლოდ დროებით და მცირედით გაამყარა ლარი. ანუ შედეგი ვერ მივიღეთ. მოსალოდნელია ლარი კიდევ უფრო დაეცეს, რაც შესაბამისად ფასების ზრდას გამოიწვევს.
მაგალითისთვის მოვიყვან დიდ ბრიტანეთს, რომელსაც უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოვიდა ბრიტანეთის მთავრობა და გამოაცხადა, რომ ყველა იმ მოქალაქისთვის ვინც ხელფასის გარეშე დარჩა, განურჩევლად კერძო სექტორისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში მომუშავისა, ყველას ხელფასის 80% აუნაზღაურებს.

სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ჩვენი ეკონომიკა დიდი ბრიტანეთისას შევადარო, მაგრამ მხოლოდ ბრიტანეთი არ არის ვინც საგანგებო პრევენციებს მიმართავს ეკონომიკური თვალსაზრისით.
გამოდიან მთავრობები და აცხადებენ, რომ ყველანაირი სამთავრობო ხარჯებიდან ამცირებენ არააუცილებრლ ხარჯებს და ანაწილებენ ბიუჯეტს.

რას ვაკეთებთ ჩვენ? რას ეუბნება ჩვენი ხელისუფლება სახლში დარჩენილ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიური არსებობისთვის იბრძვიან?

რამდენიმე დღის წინ მე საგანგებოდ მივმართე ხელისუფლებას, რომ ხალხს კომუნალური გადასახადები გადაუადდეს. ამ დროს გამოდის ერთერთი კომპანია და აცხადებს, რომ გადაუხდელობის გამო აბონენტებს გაზს ჩაუჭრის. ეს არ არის ნორმალური და სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მთავრობამ ამაზე რეაგირება.
დღეს, სახლში დარჩენილი ოჯახებისთვის, დენის და გაზის გათიშვა დანაშაულია. იმედი მაქვს ხელისუფლებას, იმედის მომცემი რეაქცია ექნება.”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ,,პალიტრა ნიუსის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის საბავშვიო ბაღებში საკვების გაცემა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაჩხერის კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა