ევროპულმა საქართველომ მარნეულის მუნიციპალიტეტს 20 000 სამედიცინო ხელთათმანი აჩუქა

ევროპულმა საქართველოს წევრებმა გიორგი კანდელაკმა და გიორგი ღვინიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტს, რომელშიც ბოლნისის მსგავსად მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, 20 000 სამედიცინო ხელთათმანი გადასცა. პარტიის ლიდერებმა ხელთათმანები ბლოკ-პოსტთან მიიტანეს და ევროპული საქართველოს მარნეულის რაონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმედ იმამკულიევს გაუგზავნეს ხელთათმანები .
“ჩვენ აქ ჩამოვიტანეთ რამდენიმე ათასი წყვილი ხელთათმანი. ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში. ასევე ევროპული საქართველოს ადგილობრივი წევრები მზად არიან, რომ იმუშაონ მოხალისეებად, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ჩვენს თანამოქალაქეებს,”- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა

ევროპულმა საქართველომ მთელი ამ დღეების განმავლობაში წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა,რომელიც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, საპენსიო შენატანების შეჩერებას 8 თვის ვადით, რომელიც დაუტოვებს ჩვენს მოქალაქეებს ფულს იმისათვის რომ გაუმკლავდნენ იმ რთულ ვითარებას რომელშიც აღმოვჩნდით. ‘’ ‘ განაცხადა გიორგი კანდელაკმა

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : ქვემო ქართლის მეჩეთებში ლოცვა პრაქტიკულად შეწყვეტილია, ეკლესიების უმრავლესობაში კი დაცული იყო დისტანცია
შემდეგი სტატიაზუგდიდის საბავშვიო ბაღებში საკვების გაცემა მიმდინარეობს