ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 6500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 6500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც სოკარ-ჯორჯიას წარმომადგენელმა გია დარსანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაზიანებულია 250 მეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.
„წაღვერის ქუჩაზე, კომპანია „ფაიფერი“ ასრულებდა წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა 250 მეტრიანი მაგისტრალი. ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოების დაწყება. ამ წუთებში აქ იმყოფებიან სამართალდამცავები“- განაცხადა დარსანიამ.
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე სოფელი ინგირი და კონფლიქტისპირა სოფლები.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფაიფერის“ მიერ ბუნებრივი აირის მაგისტრალის დაზიანების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სოკარ-ჯორჯიას წარმომადგენლის თქმით, ბუნერბრივი აირის მიწოდება აბონენტებს ხვალიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. გია დარსანიას ინფორმაციითვე საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: მოსამართლე გიორგი არევაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო
შემდეგი სტატიაიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პატრიარქს შეხვდა