იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პატრიარქს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და შობა-ახალი წელი და იუბილე მიულოცა.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებული მის უწმინდესობას იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის მიწათსარგებლობის გამარტივების საკითხს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს.

კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმარი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 6500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდიას პირველი კომენტარი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე