ნიკა გვარამია: მოსამართლე გიორგი არევაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე, რომელიც დღეს მის სასამართლო სხდომას უძღვებოდა, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი არევაძემ გააკეთა ყველაფერი, რათა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ ის ეწევა არა სამართალს, არამედ სადამსჯელო ღონისძიებას.

„გიორგი არევაძეს ამიერიდან მე დავუძახებ ივანიშვილის გასაბერ ზვიგენს და არავითარ შემთხვევაში მოსამართლეს. მან შვიდი, თუ რვა პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია იქნება პარალიზებული და მას არ ეყოლება ხელმძღვანელი, რადგან კვირაში ორი პროცესი, თავისი მოსამზადებელი დღეებიანად ნიშნავს, რომ მე სხვა არაფერი უნდა ვაკეთო. ეს ცინიკურად იქნა პასუხგაცემული და მან გამომაძევა დარბაზიდან. ისიც არ ვიცი შემდეგ პროცესზე დაშვებული ვიქნები თუ არა. არც ერთი ადვოკატის პრეტენზია, რომ იგი ვერ იქნებოდა კონკრეტულ რიცხვში, კონკრეტულ პროცესზე, მან არ გაითვალისწინა. ეს კაცი არის შეურაცხად მდგომარეობაში, ის არ არის ნორმალური, წარმოადგენს მარიონეტს, რომელიც შიზოიდურად გამოიყურებოდა მოსამართლის სკამზე. არ ვაპირებ მასთან ურთიერთობას, როგორც ჩემი საქმის განმხილველ მოსამართლესთან, ის არ არის ნორმალური. მას ეტყობოდა, რომ არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ყველა მოსამართლე პროცესის წინ უნდა შემოწმდეს სიფხიზლეზე.

„მოსამართლე არევაძე არ იყო ფხიზელი, თუ რამე შემიძლია ვთქვა, დანამდვილებით ვარჩევ ფხიზელ და არაფხიზელ ადამიანს, მას მიღებული ჰქონდა კონკრეტული მედიკამენტები, რათა ყოფილიყო ამგვარად გამბედავი. ასეთი ტიპის საქმეებისთვის, ასეთი ადამიანები არ უნდა შედიოდნენ სასამართლო პროცესზე. მე მას ვპირდები, რომ წელს ივანიშვილის ბოლო წელია და წელს გაცილებით უფრო დიდი ხნის ვადით მას გავუშვებ ციხეში, ვიდრე მე გამომიტანს განაჩენს და გვერდით მივუსვამ პროკურორს, რომელიც წინ მეჯდა დღეს. დღეის მდგომარეობით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოსამართლე, რომელიც გიჟივით იქცევა პროცესზე და არანორნალურად ექცევა ბრალდებულს და ადვოკატებს, არ უნდა იქნას დაშვებული პროცესზე. არ ითვალისწინებს არც ერთ თხოვნას, მათ შორის 70 წელს გადაცილებული ავთანდილ წერეთლის თხოვნას, რომ სამკურნალოდ წავიდეს. ეს ადამიანი მიკერძობულად მიგვაჩვანია, ვაპირებთ, აცილების შუამდგომლობის დაყენებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილი იწყებს საკუთარი ძალადობრივი რეჟიმის ბოლო ფაზას და ეს არის სასამართლოს ძალადობა, რომ დაიჭიროს ყველა, ვინც კი შესაძლებელია.

„ვპირდები, მას დაიჭერენ, დაიჭრერენ ყველას, ვისი მეშვეობითაც აპირებს დაჭერების განხორციელებას – ყველა მოსამართლეს, ვისაც ჩართავს ამ პროცესში, გიორგი არევაძის მეთაურობით, ყველა პროკურორს, ამ საქმის პროკურორით დაწყებული გაგრძელებული, „თიბისის საქმის“ პროკურორით და დასრულებული იმ ადამიანებით, ვინც ზედამხედველობას უწევს ქვემდგომ პროკურორებს, აძლევს მათ დავალებებს. ვითხოვთ გიორგი არევაძის შემოწმებას, იქცეოდა არანორმალურად, შესაბამისად, მისი ყოფნა პროცესზე იყო დანაშაული, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარის დანაშაული. ამ ადამიანის მხრიდან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება მიგვაჩნია დაუშვებლად და არასწორად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშისად გადადის ელისო კილაძე საცხოვრებლად?
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 6500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება