მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა და, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდა გამომდინარე, აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნია საზოაგდოებრივი ტრანსპორტის სრულად გაჩერება.

ასეთ დროს გასათვალისწინებელია უამრავი დაბალხელფასიანი ექიმისა და ექთანის მდგომარეობა, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა. გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი.

ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი – ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან,” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

https://youtu.be/0wtoGWx_TKM

 

banner
წინა სტატიაშიროგორ მოხვდა ინფიცირებული ქალბატონი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე?!-“თაიმერის” დეტალები
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მესამე დღეა ადგილობრივებს თერმოსკრინინგს უტარებენ