კალაძე – ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას

ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება მიუთითებს, რომ წახალისებულია ძალადობა.

„რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არის ადამიანი, ვინც ახალისებს ძალადობას და ქმედება, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით იკადრა და გააკეთა, იმაზე მიანიშნებს, რომ წახალისებულია ძალადობა. ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას“,- აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთი ამდენი ფორმიანი რომ დაამატოთ, მაინც არ გეყოფათ… სიქას გავაცლით – ჯაფარიძე “ოცნებას”
შემდეგი სტატიაკალაძე ჟურნალისტს – უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! – თავხედო ნაძირალა! უზრდელო შენ!