ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-ის ნიშნებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს. მას ცხელება და ხველა აღენიშნება. ექიმ-ინფექციონისტ ლალი დარახველიძის ინფორმაციით, პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს და ახალგაზრდა ქალი COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტსაც გამორიცხავს.

“როგორც ამბობს, მუშაობს ფოთში მაღაზიაში და არის სენაკიდან,მოგვმართა ჩვენ. ახლა ეპიდემიოლოგები იკვლევენ, გაიგზავნოს ნიმუში, თუ არა ლუგარის ცენტრში,”- ამბობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ინფექციონისტი ექიმი ლალი დარახველიძე.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 1 პაციენტს, 67 წლის მამაკაცის მკურნალობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსმა გიორგი კვირიკაშვილი გამოაჩინა
შემდეგი სტატიაპოლიციამ 3 000 ლარით 7 პირი დააჯარიმა