ზიმბაბვეს პრეზიდენტის ცოლი ხელისუფლების მითვისებაშია ეჭვმიტანილი

გრეის მუგაბე ზიმბაბვეს 91 წლის პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს მეუღლეა, რომელმაც ქმარი ქვეყნის მეთაურის პოსტზე შეცვალა – ამის შესახებ The Guardian ქვეყნის ოპოზიციურ პარტიაზე “მოძრაობა დემოკრატიული გარდაქმნებისთვის” დაყრდნობით წერს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ზიმბაბვეში “სასახლის გადატრიალება” მოხდა, რომლის შემდეგაც ხელისუფლება 50 წლის გრეის მუგაბეს ხელში აღმოჩნდა. პოლიტიკოსის თქმით, პრეზიდენტის მეუღლე “ხალისით შეუდგა მართვას”.
The Guardian-ის თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ზიმბაბვეს პრეზიდენტის იშვიათი გაოჩენა სულ მეტად შესამჩნევი ხდება.

22 ნოემბერს პრეზიდენტის მეუღლემ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტისთვის სავარძლის ყიდვას აპირებს, რათა დაშავებული მეუღლისთვის გადაადგილების პრობლემა გადაიჭრას. რობერტ მუგაბე თებერვლის დასაწყისში აეროპორტში მომხრეებთან გამოსვლისას ტრიბუნიდან ჩამოვარდა და დაშავდა.
ის ასევე აფრიკული კავშირის ხელმძღვანელია, რომელიც აფრიკის 54 ქვეყანას აერთიანებს.

banner
წინა სტატიაში32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მაზარ-ი-შარიფში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა
შემდეგი სტატიააჭარა 2016 წელს სავარაუდოდ ბიუჯეტის გარეშე შეხვდება